რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

19 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 97 153-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 15 513 ადამიანი.

"აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

ბოლო 24 საათში ვაქცინა 3 848 ადამიანმა გაიკეთა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ სამი ვაქცინა გამოიყენება. ესენია: Pfizer-ი, Astrazeneca, Sinopharm-ი.