ჰუბერტ ქნირში გერმანიაში დასაქმებული ქართველების პრობლემაზე: მოხდა იმის უზრუნველყოფა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა შესრულდეს

დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა მარწყვის ფერმაზე სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ ჯგუფს, გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში გერმანულ უწყებებს ესაუბრა.

„ქართული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომელიც ეხებოდა მარწყვის ფერმაზე სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ ჯგუფს, გერმანულ უწყებებთან მქონდა საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით. წესისამებრ უწყებების მიერ მოხდა იმის უზრუნველყოფა, რომ შესრულდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა, მათ შორის შესაფერისი საცხოვრისით უზრუნველყოფა. გერმანიაში გარანტირებულია 9,5 ევროს ოდენობის მინიმალური ხელფასი. პრობლემები შეიძლება ყველგან იყოს. მთავარია, მათი მოგვარება მალე მოხდეს. კარგია, რომ მედიაში ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელდა. იმედი მაქვს, რომ პროგრამის წარმატებით განხორციელებაც იგივე ყურადღებით გაშუქდება“, - ელჩის წერილობითი კომენტარი Europetime-ს საელჩოს პრესსამსახურმა მიაწოდა.

სა­ქარ­თვე­ლოს პროფ­კავ­ში­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სე­ზო­ნურ სა­მუ­შა­ო­ებ­ზე და­საქ­მე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­დან გერ­მა­ნი­ა­ში წა­სუ­ლი 24 მო­ქა­ლა­ქე უმ­ძი­მეს სა­მუ­შაო პი­რო­ბებ­შია. პროფ­კავ­ში­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბამ გერ­მა­ნი­ის ელჩს საკითხის შესწავლა სთხოვა.