საქართველოში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2937-მდე გაიზარდა.

stopcov.ge-ის ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 10-ით გაიზარდა და 1422-ს შეადგენს.

ცნობისთვის, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6633 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836, უცხოეთიდან ჩამოყვანილი 41, გარდაცვლილი კი19 ადამიანი.