აცრის შემდეგ ტანის დაბანა პრობლემა არ არის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
"ზოგი ჩვენი კოლეგა აცრილებს ეუბნება, არ იბანაოთო და მე მგონი, ზოგი ეუბნება, 3 დღე არ იბანაოთო.კიდევ ერთხელ ვამბობ: არავითარი საჭიროება არ არსებობს, რომ აცრის შემდეგ არ ვიბანაოთ. ჭრილობაზე აკრავენ ხოლმე პლასტირებსაც. აცრიდან იმავე წუთს ვერ ვიბანავებთ და ცოტა დროის შემდეგ ტანის დაბანა პრობლემა არ არის", - განაცხადა პაატა იმნაძემ.