ეს სტატია არის საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების საკმაოდ ფართო პერსპექტივა, ეს არის საქართველო-ევროკავშირის შესახებ და იმ სამომავლო მოლოდინებზე, რაც 19 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე არსებობს, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა, რითაც ის საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ერთობლივ სტატიას გამოეხმაურა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
როგორც ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, სტატია ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საქართველო არის ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორი.
"ეს არის სტატია, რომელიც აჩვენებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებთან დაკავშირებით საკმაოდ ფართო პერსპექტივას, ცოტა ისტორიას და არის ცოტა წინ მჭვრეტელი. ის არსებითად ეხება საქართველოს და ევროკავშირს, მათ ურთიერთობებს, თუ რას ნიშნავს 19 აპრილის შეთანხმება და რა არის ახლა სამომავლო მოლოდინები.
მე განვიხილავ ამ სტატიას, როგორც კარგ შეჯამებას იმისა, თუ რა ეტაპზეა მოვლენები ახლა და რას ელოდება ევროპა. ის ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საქართველო არის ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორი და ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობის გაღრმავებას.
ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ სტატიის აუდიტორია საქართველოს ფარგლებს სცდება. ასე რომ, ის ასევე მიმართულია საერთაშორისო აუდიტორიისადმი და მე ამას მივესალმები, რადგან ეს ასევე არის საქართველოსა და ჩვენი პარტნიორობაზე საერთაშორისო ყურადღების მიპყრობის გზა", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.