თენგიზ ცერცვაძე: ზაფხულს თუ მასობრივი ვაქცინაციისთვის გამოვიყენებთ, წლის ბოლოს გაცილებით კომფორტულად ვიგრძნობთ თავს

ბოლო 2-3 დღის განმავლობაში იქმნება შთაბეჭდილება, რომ „მესამე ტალღის“ პიკმა გადაიარა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„თუ ზაფხულში შევალთ შედარებით სტაბილური მდგომარეობით და ზაფხულს მასობრივი ვაქცინაციისთვის გამოვიყენებთ, ამ წლის ბოლოს გაცილებით უფრო კომფორტულად ვიგრძნობთ თავს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.