რუსეთში სამართალდამცავი ორგანოებისა და მოსამართლეების შესახებ მონაცემების შეგროვება აიკრძალა

რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონპროექტები, რომლებიც კრძალავენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისა და მოსამართლეთა პირადი მონაცემების შეგროვებას, თუ ეს დაკავშირებულია მათ სამუშაოსთან.

გარდა ამისა, ასეთი ინფორმაციის გავრცელებისთვის ჯარიმა 40-ჯერ გაიზარდა და მონაცემთა გასაჯაროების შესახებ სისხლის სამართლის კოდექსის მუხლის მოქმედება გაფართოვდა.

ცვლილებების ტექსტი სახელმწიფო დუმის ქვედა პალატის ვებგვერდზეა განთავსებული.

ამჟამად სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისა და მოსამართლეების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება 1000 რუბლამდე ჯარიმით ისჯება - მოქალაქეებისთვის და 5 000-მდე - თანამდებობის პირთათვის.

ამიერიდან მოქალაქეთათვის მაქსიმალური ჯარიმა გაიზრდება 10 000 რუბლამდე, თანამდებობის პირთათვის კი - 40 000 რუბლამდე. დაწესდება ცალკე სასჯელი იურიდიული პირებისთვის - 200 000 რუბლამდე ჯარიმა.