კახა კუჭავა ოლივერ ვარჰეის შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის კომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგის მნიშნელოვან, აქტუალურ საკითხებს და სამომავლო ურთიერთობების გეგმებს.

განსაკუთრებული აქცენტი შავი ზღვის გავლით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის კავშირების გაღრმავებაზე გაკეთდა.