საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა , ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, ჯოანა მირჩეას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, მხარეებმა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროცესსა და ამ პროცესში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს.
"ყურადღება გამახვილდა ერთიანი გეგმის შექმნაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას შეუწყობს ხელს. ამ კონტექსტში, საუბარი შეეხო NATO-ს სამიტსა და არსებულ მოლოდინებს.
ხაზი გაესვა საქართველოსა და ნატოს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობას და იმ წვლილზე, რომელიც ქართველ ჯარისკაცებს საერთაშორისო მისიებში, გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად შეაქვთ",- ნათქვამია ინფორმაციაში.