გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰეიკო მაასი 20 მაისს ისრაელისა და პალესტინის ტერიტორიებს ესტუმრება. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ჰეიკო მაასი ისრაელის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს შეხვდება.
ასევე დაგეგმილია მოლაპარაკებები ისრაელის პრეზიდენტთან. პალესტინის ქალაქ რამალაში ჰეიკო მაასი პალესტინის პრემიერ-მინისტრს შეხვდება.
„პოლიტიკური მოლაპარაკებები ორიენტირებული იქნება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ესკალაციაზე და ძალადობის დასრულების მიმართულებით საერთაშორისო ძალისხმევაზე“, - ნათქვამია გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაში.