ლუკ კოფი: NATO-ს თითოეული სამიტი, რომელზეც საქართველო MAP-ის გარეშე რჩება, რუსეთის პროპაგანდისთვის გამარჯვებაა

NATO-ს თითოეული სამიტი, რომელზეც საქართველო MAP-ის გარეშე რჩება, რუსეთის პროპაგანდისთვის გამარჯვებაა, - ამის შესახებ „ჰერიტიჯის ფონდის“ წარმომადგენლმა, ლუკ კოფიმ Twitter-ში დაწერა.

„წევრები, რომლებიც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებაზე ყოყმანობენ, MAP-ის საკითხს იყენებენ როგორც პროგრესის დაბლოკვის საშუალებას. მხოლოდ რუსეთი იღებს სარგებელს ამ იმედგაცრუებით, რომელიც MAP-ზე მიმდინარე დებატების შედეგად შეიქმნა. NATO-ს თითოეული სამიტი, რომელზეც საქართველო MAP-ის გარეშე რჩება, რუსეთის პროპაგანდისთვის გამარჯვებაა“, - წერს ლუკ კოფი

ლუკ კოფიმ აღნიშნა, რომ დროა შეიცვალოს MAP-ის როლი საქართველოს ნატოსკენ მისწრაფების გზაზე.

„შემდეგ სამიტზე NATO-მ თავის დეკლარაციაში უნდა გამოტოვოს ფრაზა „MAP-ი, როგორც პროცესის განუყოფელი ნაწილი“. ეს საშუალებას მისცემს ალიანსს ნამდვილი დებატები გამართოს საქართველოსთვის MAP-ის გამოყენებისა და როლის შესახებ“, - განაცხადა ლუკ კოფიმ.