მალდივის კუნძულები შეიძლება საუკუნის ბოლოს გაქრეს, თუ მსოფლიო სწრაფად და თანმიმდევრულად არ იმოქმედებს კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ, - ამის შესახებ ქვეყნის გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებისა და ტექნოლოგიების მინისტრმა განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ CNBC ავრცელებს.
CNBC–სთან საუბრისას, მინისტრმა განაცხადა, რომ თუ გარემოზე ზიანი მიმდინარე ტემპით გაგრძელდა, 2100 წლისთვის ქვეყანა "აქ აღარ იქნება". "ჩვენ ვერ გადავრჩებით", - თქვა მან.
"კლიმატის ცვლილება რეალურია და ჩვენ ყველაზე დაუცველი ქვეყანა ვართ მსოფლიოში", - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, დღეს ქვეყნის 1,190 კუნძულის 80% ზღვის დონიდან მხოლოდ მეტრზეა, რაც მათ განსაკუთრებით დაუცველს ხდის. კუნძულების 90% წყალდიდობას განიცდის, სანაპირო ზოლის 97% ეროზიას და 64% სერიული ეროზიას განიცდის.