გერმანიის საოჯახო საქმეთა მინისტრმა, ფრანცისკა გიფაიმ პლაგიატში დადანაშაულების გამო თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
თანამდებობს დატოვების შესახებ თავად მინისტრმა განაცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრმა პლაგიატი თავის სადოქტორო დისერტაციაში გამოიყენა.
43 წლის გიფაი ყურადღების ცენტრში მოექცა 2019 წლის თებერვალში, სადოქტორო დისერტაციის გამო, რომელიც მან 2010 წელს ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტს წარუდგინა. სავარაუდოდ, დისერტაცია პლაგიატულ მონაკვეთებს შეიცავდა.
პლაგიატის ბრალდებებზე, გიფაიმ განაცხადა: "მე კვლავ ვუჭერ მხარს ჩემს განცხადებას იმის შესახებ, რომ ჩემი ნამუშევრები ჩემი მაქსიმალური შესაძლებლობებით დავწერე […] ვნანობ, თუ შეცდომები დავუშვი".
ცნობისთვის, გიფაი ქალთა და საოჯახო საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2018 წლის მარტიდან იკავებდა.