უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთში უკრაინის ელჩი, ანდრეი სიბიგა თანამდებობიდან გაათავისუფლა.
შესაბამისი ბრძანება პრეზიდენტის აპარატმა 19 მაისს გამოაქვეყნა.
"სიბიგა ანდრეი ივანოვიჩი გათავისუფლდა თურქეთის რესპუბლიკაში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან”, - ნათქვამია ტექსტში.
ანდრეი სიბიგა 2016 წლის აგვისტოდან მუშაობდა თურქეთში უკრაინის ელჩად, ხოლო მანამდე ოთხი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო სამსახურის დეპარტამენტს.
უკრაინიული მედიის განცხადებით, დიპლომატის გათავისუფლება გეგმურ როტაციას უკავშირდება. კანონი საგარეო სამსახურის შესახებ ითვალისწინებს, რომ საქმიანი ვიზიტის ხანგრძლივობა ზოგადად ოთხ წლამდეა.