შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს აშშ-ის საელჩოს გამოძიების ფედერალური ბიუროს ატაშე ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გამოძიების ფედერალური ბიუროს ატაშე ჰეზერ ბერგი ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყებიც ცობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრას საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორი, სერგო ძაგნიძე და აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) დირექტორი - რებეკა ჰანტი ესწრებოდნენ.

"მხარეებმა, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ამერიკის შეერთებული შტატების დაფინანსებით განხორციელებული პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილეს.

სტუმრები დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ და დაათვალიერეს: ბიოლოგიური ექსპერტიზის, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფარმპრეპარატების ექსპერტიზის, ბალისტიკური ექსპერტიზის, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის, ჰაბიტოსკოპიური, ფოტო-ვიდეო და კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის და სხვა ლაბორატორიები", - ნათქვამია ინფორმაციაში.