იტალიაში ტბაში ჩაძირული სოფელი გამოჩნდა

იტალიის წყალსაცავში სარემონტო სამუშაოების შედეგად გამოჩნდა სოფლის ნაშთები, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იყო ჩაძირული. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ტბა რეზიამ დროებით დაიწია და ადგილობრივებმა 70 წლის შემდეგ შეძლეს დაენახათ სოფელი, სადაც ოდესღაც ასობით ადამიანი ცხოვრობდა.

სამხრეთ ტიროლის სოფელი, 1950 წელს ჰიდროელექტროსადგურის ასაშენებლად დატბორეს და მისი მოსახლეობა გადაასახლეს.

160-ზე მეტი სახლი ჩაიძირა და კურონის მოსახლეობა გადასახლდა - თუმცა ზოგიერთმა გადაწყვიტა დარჩენა ახლომდებარე სოფელში.

რეზიას ტბა სამხრეთ ტიროლში მდებარეობს, ალპური რეგიონში, რომელიც ესაზღვრება ავსტრიასა და შვეიცარიას.