ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვედა.
ენტონი ბლინკენმა სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოსკოვის მხრიდან აგრესიული ქმედებების განხორციელების შემთხვევაში ვაშინგტონი მას შესაბამის პასუხს გასცემს.
"საიდუმლო არ არის, რომ ჩვენს შორის განსხვავებები არსებობს და როდესაც საქმე ეხება ამ უთანხმოებებს, როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა პრეზიდენტ პუტინს განუცხადა, თუ რუსეთი აგრესიულად იმოქმედებს ჩვენს, ჩვენი პარტნიორების და ჩვენი მოკავშირეების წინააღმდეგ, ჩვენ ვუპასუხებთ. არა ესკალაციისა და კონფლიქტის მიზნით, არამედ ჩვენი ინტერესების დასაცავად," - აღნიშნა ბლინკენმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს რუსეთთან სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობა სურს.
„ჩვენ რუსეთთან სტაბილური, პროგნოზირებადი ურთიერთობა გვსურს. ვფიქრობთ, რომ ეს კარგია ჩვენი ხალხისთვის, რუსი ხალხისთვის და მსოფლიოსთვის," - აღნიშნა ბლინკენმა.
თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ-მა და რუსეთმა უნდა გადაწყვიტონ, თუ როგორ იმოქმედონ ორმხრივ ურთიერთობებში.
„თუ სწორად მესმის ჩვენი პრეზიდენტების სატელეფონო საუბრები, ისინი თანხმდებიან, რომ უნდა ვითანამშრომლოთ იმ საკითხებში, სადაც ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა და სადაც პოზიტიური შედეგის მიღება შეგვიძლია“, - აღნიშნა სერგეი ლავროვმა.