აშშ-მა გაზსადენ Nord Stream 2 -ის პროექტში ჩართულ კომპანიას - Nord Stream 2 AG-ს და მის აღმასრულებელ დირექტორს, მათიას ვარნინგს სანქციები გაუუქმა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მათიას ვარნინგი, რომელიც აღმოსავლეთ გერმანიის ყოფილი დაზვერვის ოფიცერია, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოკავშირედ მიიჩნევა.
ბაიდენის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ აშშ-ის ეროვნულ ინტერესებშია 11 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტისთვის სანქციების გაუქმება, რომლის საშუალებითაც, რუსული გაზი ბალტიის ზღვის გავლით დასავლეთ ევროპისთვის გახდება ხელმისაწვდომი.
"დღევანდელი ქმედებები აჩვენებს ადმინისტრაციის ერთგულებას ევროპის ენერგოუსაფრთხოებისადმი, რაც შეესაბამება პრეზიდენტის დაპირებას, რომ აღადგენს ურთიერთობებს ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ევროპაში", - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.