COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 104 ადამიანს დაუდასტურდა, 1 603 გამოჯანმრთელდა, ხოლო 21 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 032 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 256 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 776 PCR ტესტით.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის 334 705 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 315 254, გარდაიცვალა 4 540 პაციენტი.

დადებითობის მაჩვენებელი: 19 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.8%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.39%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.03%.

ინფიცირების 1 104 ახალი შემთხვევიდან 607 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 83, იმერეთი - 103, ქვემო ქართლი - 57, შიდა ქართლი - 40, გურია - 12, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 109, კახეთი - 46, მცხეთა-მთიანეთი - 15, სამცხე-ჯავახეთი - 24, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 14 885, საიდანაც: 4 221 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 302, აჭარაში - 486, იმერეთში - 542.

მძიმე პაციენტი: 917, მათ შორის, თბილისში - 441, აჭარაში - 102, იმერეთში -158.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 222, მათგან თბილისში - 145, აჭარაში - 12, იმერეთში - 16.

689 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 371 - თბილისში, 281- აჭარაში. 9 975 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 94 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 60, ხოლო აჭარაში - 33.

სულ 6 ოქტომბრიდან - 19 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 724 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 25 284 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 17 515 პირი, აჭარაში - 1 483, იმერეთში - 1 583.