რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მისი შეხვედრა აშშ-iს სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან კონსტრუქციულ ხასიათს ატარებს.
ლავროვის თქმით, თანამოსაუბრემ გამოთქვა მზადყოფნა ორმხრივ ურთიერთობებში დაგროვილი პრობლემების მოგვარების შესახებ.
”საუბარი კონსტრუქციულად მეჩვენებოდა”, - თქვა ლავროვმა რეიკიავიკში სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან საუბრის შემდეგ.
სერგეი ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ ენტონი ბლინკენი და მისი გუნდი მზად არიან, რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში დაგროვილი პრობლემები გადაჭრან.
ლავროვის თქმით, ”არსებობს შესაძლებლობა იმ არაჯანსაღი სიტუაციის გადასაჭრელად, რომელიც წინა წლებში მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობებში ვითარდებოდა”.
"ჩვენ მზად ვართ, როგორც პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ აღნიშნა, თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და ინტერესთა ბალანსის ძიების საფუძველზე, განვიხილოთ და გადავწყვიტოთ ნებისმიერი საკითხი, რომელიც ჩვენს ორმხრივ დღის წესრიგშია, რეგიონული და გლობალური პრობლემების გათვალისწინებით", - თქვა ლავროვმა.