დიდი ბრიტანეთის პრინცი უილიამი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.
გავრცელებული ინფორმაციით, პრინცმა აცრა ლონდონში, მეცნიერებათა მუზეუმში მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრში გაიკეთა.
პრინცმა Twitter-ზე აცრის დროს გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით.
„სამშაბათს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა მივიღე. ყველას, ვინც ვაქცინაციაშია ჩართული - მადლობა ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ და რასაც აკეთებთ“, - დაწერა უილიამმა.
ცნობისათვის, პრინცმა უილიამსმა კორონავირუსი გასული წლის აპრილში გადაიტანა.