ევროკომისიამ კოვიდვაქცინის დამატებით 1,8 მლრდ დოზაზე BioNTech-Pfizer-თან კონტრაქტი გააფორმა

ევროკომისიამ კოვიდვაქცინის დამატებით 1,8 მლრდ დოზაზე BioNTech-Pfizer-თან კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის პრესსამსახურმა გაავრცელა.

„დღეს ევროკომისიამ მესამე ხელშეკრულება გააფორმა ფარმაცევტულ კომპანიებთან BioNTech და Pfizer. ის არეზერვებს დამატებით 1,8 მილიარდ დოზას ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის სახელით, 2021 წლის ბოლოდან 2023 წლამდე. ეს საშუალებას მოგვცემს, შეიძინოთ 900 მილიონი დოზა, დამატებით 900 მილიონი დოზის შეძენის შესაძლებლობით.

ხელშეკრულების თანახმად, 2022 წლიდან, როდესაც მომარაგება დაიწყება, ევროკავშირისთვის დოზების მიწოდება გარანტირებულია. კომპანიებთან არსებული კონტრაქტებისა და შეთანხმებებით უზრუნველყოფილია დოზების დროული მიწოდება. გაძლიერდა შესაძლებლობა, რომ წევრმა სახელმწიფოებმა შეისყიდონ ან გაუნაწილონ დოზები ევროკავშირის გარეთ მყოფ დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს COVAX-ის საშუალებით, რაც ხელს უწყობს ვაქცინების გლობალურ და სამართლიან ხელმისაწვდომობას მთელ მსოფლიოში.

„ჩვენი ხელმოწერით, ახალი ხელშეკრულება ძალაშია, რაც კარგი ამბავია ჩვენი გრძელვადიანი ბრძოლისთვის, რომ დავიცვათ ევროპის მოქალაქეები ვირუსისგან და მისი ვარიანტებისგან! ევროკავშირში 1.8 მილიარდ დოზამდე წარმოება და მიწოდება გარანტირებულია. პოტენციური კონტრაქტები სხვა მწარმოებლებთანაც იგივე მოდელს დაეფუძნება, ყველას სასარგებლოდ“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.