საბერძნეთში, კორინთოს ყურეში ტყის ხანძრის გამო, სულ მცირე 6 სოფელი და 2 მონასტერი ევაკუირებულია

საბერძნეთში, კორინთოს ყურის სანაპიროზე, ტყის ხანძრის გამო, სულ მცირე 6 სოფელი და 2 მონასტერი ევაკუირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, Euronews-ი ავრცელებს.

სამაშველო სამსახურის ცნობით, ხანძრის ადგილი 90 კილომეტრით არის დაშორებული ათენიდან და ამ ეტაპზე საშიშროებას არ წარმოადგენს.

ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში, დაახლოებით 180 მეხანძრე, 17 თვითმფრინავი და 3 ვერტმფრენა ჩართული.

სამაშველო სამსახურის განცხადებით, დაზიანებულია რამდენიმე სახლი. თუმცა, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.