ჩინური Sinovac-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია ხვალ, 21 მაისს, 12:00 საათიდან დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, თავად აცრის პროცესი 24 მაისიდან დაიწყება.
"Sinovac-ის ვაქცინა, Sinopharm-ის მსგავსად, ტრადიციული მეთოდით დამზადებული ინაქტივირებული ვაქცინაა. ოფიციალური მონაცემებით სხვადასხვა ქვეყნებისთვის მიწოდებულია 260 მლნ. დოზა სინოვაკის ვაქცინა.
Sinovac-ი ვაქცინა დადებითად შეფასდა იმუნიზაციის ექსპერტთა სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფის (The Strategic Advisory Group of Experts on Immunization) მიერ.
აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვით ვებ გვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ინფორმაციაში.
რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ ბმულზე.