„Covid-19-ის ავტორიზებული ვაქცინები ეფექტურია ყველა ცნობილი ვარიანტის წინააღმდეგ, მათ შორის ინდურის“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა. ინფორმაციას Agence France Presse ავრცელებს.
„Covid-19-ის ყველა ვარიანტს, რომლებიც აქამდე გაჩნდა, არსებული, დამტკიცებული ვაქცინები პასუხობს”, - განაცხადა კლუგემ და აღნიშნა, რომ Covid-19-ის ყველა ვარიანტის კონტროლი შესაძლებელია ჯანდაცვის და სოციალური ზომებით, რაც აქამდე გამოიყენება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინების სიაშია Pfizer, Moderna, Johnson&Johnson და Sinopharm-ი, Astrazeneca.