თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ოპოზიციური პარტიის "კარგი პარტიის" ლიდერს, მერალ აკსენერს უჩივლა, რადგან მან ის ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, შეადარა.
გავრცელებული ინფორმაციით, მერალ აკსენერმა პარტიის სხდომაზე ისრაელში მთავრობის კრიზისის შესახებ ისაუბრა, სადაც ორი წლის განმავლობაში საერთო არჩევნები ოთხჯერ უნდა ჩატარებულიყო და თქვა, რომ ნეთანიაჰუ ერდოღანივით ზეწოლას ახდენს თავის კონკურენტებზე.
"ის( ნეთანიაჰუ) არის ერდოღანის ისრაელური ვერსია”, - თქვა აკსენერმა ნეტანიაჰუსთან დაკავშირებით და დასძინა, რომ ის უყოყმანოდ ესხმის თავს მშვიდობიან მოსახლეობას და ბავშვებს, რომ შეაჩეროს კონკურენტები.
ერდოღანმა ამ კომენტარს „უზნეო" უწოდა და აღნიშნა: „ნეთანიაჰუ ჩვენი მეგობარი არასდროს ყოფილა და არც იქნება."
ერდოღანის ადვოკატმა ანკარის სასამართლოში შეიტანა სარჩელი იმ ბრალდებებით, რომ აკსენერმა სერიოზული შეურაცხყოფა მიაყენა ერდოღანს, რამაც დაარღვია მისი პირადი უფლებები.
თურქეთის პრეზიდენტი მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 250 000 თურქულ ლირას (30 000 აშშ დოლარი) ითხოვს.