BBC-ის ინფორმაციით, ისრაელი და „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან ახლოს არიან. წყარო, რომელიც ზავის შესახებ მოლაპარაკებებს იცნობს, BBC- ს განუცხადა, რომ ისრაელმა ეგვიპტელ შუამავლებს აცნობა, რომ სამხედრო მოქმედებების დასრულებას ეთანხმება. ეს ინფორმაცია ოფიციალურად ისრაელს ჯერ არ დაუდასტურებია. ისრაელის პრემიერ-მინისტრი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს ხვდება.
სარაკეტო იერიშები 10 მაისს დაიწყო.