ევროკავშირში სამოგზაუროდ საჭირო ციფრულ დოკუმენტთან დაკავშირებით შეთანხება მიღწეულია

ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ ევროკავშირში სამოგზაუროდ საჭირო ციფრულ დოკუმენტთან დაკავშირებით შეთანხებას მიაღწიეს. ამის შესახებ იუსტიციის საკითხებში ევროკომისარმა, დიდიე რეინდერსმა განაცხადა.

„მიღწეულია შეთანხმება COVID-19-ის ციფრულ სერტიფიკატზე. მივესალმები დღევანდელ წინასწარ შეთანხმებას“, - განაცხადა იუსტიციის საკითხებში ევროკომისარმა.

26 მაისს შეთანხმებას კენჭს ევროპარლამენტის პროფილური კომიტეტი უყრის, ხოლო საბოლოო კენჭისყრა 7-10 ივნისისთვისაა ჩანიშნული.