საქართველოს მოქალაქეები ვაქცინაციის სერტიფიკატით უნგრეთში ჩასვლას შეძლებენ

საქართველოს მოქალაქეები ვაქცინაციის სერტიფიკატით უნგრეთში ჩასვლას შეძლებენ.

როგორც Europetime-ს საქართველოს საგარეო უწყებაში განუცხადეს, უნგრელმა მეგობრებმა პირველებმა მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილება და პანდემიის პირობებში საქართველოს ვაცქინირებულ მოქალაქეებს მისცეს შესაძლებლობა იმოგზაურონ უნგრეთში.

უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ თავის მხრივ ,საქართველოში შემოსვლა შეუძლია ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემთხვევაში მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს

,,როგორც მოგეხსენებათ საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ ქვეყნებთან და მათ შორის უნგრულ მხარესთან პანდემიის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის და პანდემიის ნეგატიური შედეგების გამოსწორების კუთხით.

ჩვენ აქტიურად ვიყავით ჩართული აღნიშნული შეთანხმების მიღწევაში და მოხარული ვართ, რომ უნგრელმა მეგობრებმა პირველებმა მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილება და პანდემიის პირობებში საქართველოს ვაცქინირებულ მოქალაქეებს მისცეს შესაძლებლობა იმოგზაურონ უნგრეთში. თავის მხრივ საქართველოში შემოსვლა შეუძლია ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემთხვევაში მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს", - აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტოს თქმით, საქართველოს მოქალაქეები ვაქცინაციის სერტიფიკატით უნგრეთში ჩასვლას შეძლებენ. ამის შესახებ განცხადება მან ბრიუსელში გააკეთა.