ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.
ისრაელში აცხადებენ, რომ ცეცხლს ცალმხრივად შეწყვეტენ.
ამ ეტაპზე უცნობია, როდის შევა ძალაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, თუმცა მედია იუწყება, რომ ის ღამის 02:00 საათზე ამოქმედდება.
აღსანიშნავია, რომ კაბინეტის მიერ ცეცხლის შეწყვეტის მხარის დაჭერამდე, BBC-იმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელი და „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან ახლოს არიან.
შეგახსენებთ, რომ ისრაელსა და მოძრაობა „ჰამასს“ შორის ორმხრივი სარაკეტო დარტყმები 11 დღის განმავლობაში გრძელდებოდა.