Reuters-ის ინფორმაციით, მოძრაობა „ჰამასში“ ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნას გამოთქვამენ.
როგორც გამოცემა, „ჰამასის“ წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება, მოძრაობის წევრებმა განაცხადეს, რომ მზად არიან ცეცხლი დღეს, ღამის 02:00 საათიდან „ორმხრივად და ერთდროულად“ შეწყდეს.
ცნობისთვის, ისრაელის მედიის ინფორმაციით, ქვეყნის უსაფრთხოების კაბინეტმა ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.
ისრაელსა და მოძრაობა „ჰამასს“ შორის ორმხრივი სარაკეტო დარტყმები 11 დღის განმავლობაში გრძელდებოდა.