Sinovac-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დღეს, 12:00 საათიდან დაიწყება, ხოლო თავად აცრის პროცესი 24 მაისიდან დაიწყება.
აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკოთ ნომერზე 15 22
Sinovac-ის ვაქცინა, Sinopharm-ის მსგავსად, ინაქტივირებული ვაქცინაა. ოფიციალური მონაცემებით სხვადასხვა ქვეყნისთვის მიწოდებულია 260 მილიონი დოზა Sinovac ვაქცინა.