Pfizer-BioNTech-ის აღმასრულებელი დირექტორი უღურ შაჰინი აცხადებს, რომ ვაქცინა კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის წინააღმდეგ 70-75%-ით ეფექტურია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მისივე თქმით, უკვე ჩატარდა კვლევა, რომლის წინასწარი შედეგების მიხედვითაც, Pfizer-ის ვაქცინა COVID19-ის ე.წ. ინდური შტამის წინააღმდეგ ეფექტურად მოქმედებს, თუმცა ამ შემთხვევაში ორგანიზმში 20-25%-ით ნაკლები ანტისხეულები წარმოიქმნება.
„ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ვაქცინა ინდური შტამის წინააღმდეგ 70-75%-ითაა ეფექტური“, - განაცხადა შაჰინმა.
ცნობისთვის, ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორმა განაცხადა, რომ ავტორიზებული ვაქცინები ეფექტურია Covid-19-ის ყველა ცნობილი შტამის წინააღმდეგ.