შეუძლია თუ არა ერთი კოვიდვაქცინით აცრილს, სხვა ვაქცინა გაიკეთოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ვარაუდობს, რომ უახლოეს მომავალში გამოჩნდება პუბლიკაციები მეცნიერული დასკვნებით, რომლის თანახმად, კორონავაქცინის ურთიერთჩანაცვლება შესაძლებელი გახდება. ამის შესახებ მან მედიავებინარზე განაცხადა.

"ყველა მწარმოებელ კომპანიას უნდა, რომ მეორედაც მისი ვაქცინით აიცრა და ეს ნაწილობრივ ბიზნესის პოზიციაა, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ გრიპზე ერთ წელიწადს ერთი ვაქცინით ვიცრებით, მეორე წელიწადს - მეორე ვაქცინით და ა.შ. ერთადერთი ვაქცინა, რაზეც მკაცრი რეკომენდაცია არის, რომ აიცრა იგივე დოზით, არის ცოფის ვაქცინა. იქ არის მკაცრი რეკომენდაცია, რომ დაწყებული ვაქცინით დაამთავრო ცოფის საწინააღმდეგო აცრა, თუმცა აქაც არის გამონაკლისი. რაც შეეხება კორონავირუსსს, ვფიქრობ, მალე გამოჩნდება მეცნიერული პუბლიკაციები, რომ ვაქცინის მონაცვლეობა შესაძლებელია", - განაცხადა იმნაძემ.