„ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები ავტოკოლონებით მსვლელობებს მართავენ

„ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები ავტოკოლონებით მსვლელობებს მართავენ.

აქტივისტები საავტომობილო კოლონებით მსვლელობას ოთხ ლოკაციაზე გამართავენ. ესენია: ცესკო, შსს, მთავრობის ადმინისტრაცია და მოდულის შენობა.

“ჩვენი აქცია დაკავშირებულია იმ პროცესებთან, რასაც ხედავთ. მთელი საქართველოს მასშტაბით, საოლქო კომისიებში ხდება გაყალბებული ოქმებისა და არარეალური მონაცემების გადატანა. გვინდა, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან კიდევ ერთხელ გავაპროტესტოთ ეს პროცესები. არც ცესკო, არც საოლქო კომისიები და არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუტი რეალურად არ ფუნქციონირებს და ეს ყველაფერი იმართება შუშის სასახლიდან”,- განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლმა მიხეილ კაკაურიძემ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ახალ არჩეულ პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს.