იმნაძე: თუ ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვაზე ფიქრობთ, ყველა ვაქცინა ერთნაირად მუშაობს

რატომ ელოდებიან „ფაიზერს“ მიკვირს, თუ ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვაზე ფიქრობთ, გეტყვით - ყველა ვაქცინა ერთნაირად მუშაობს - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მედიავებინარზე განაცხადა.

„გასაგებია, რომ ბევრს აინტერესებს რამდენად აღიარებულია სხვადასხვა ვაქცინა კოვიდ პასპორტთან მიმართებაში. შეიძლება ზოგი ბრენდის სახელის გამო ელოდება, მაგრამ თუ ჩვენ ჯანმრთელობაზე ვფიქრობთ და იმაზე, რომ ჩვენი სიცოცხლე იყოს დაცული, ყველა ეს ვაქცინა ერთნაირად მუშაობს ამ საკითხებზე.

მე არ ვურჩევდი დალოდებას, მე ვურჩევდი დღეს დავიცავთ ჩვენი თავი, ჩვენი ოჯახები, ახლობლები და ვისაც ძალიან უნდა დასავლური ბრენდი აგერ არის „ასტრაზენეკა“. „ფაიზერი“ შემოვა, ზუსტად თარიღს ვერ ვიტყვი სამწუხაროდ, ეს დამოკიდებულია „ფაიზერის“ გადაწყვეტილებაზე. მაგრამ ზაფხულის პერიოდში აუცილებლად იქნება“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.