"ევროკავშირი მიესალმება გამოცხადებულ ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც ღაზაში და მის ირგვლივ ძალადობას დაასრულებს", - განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა.
"ევროკავშირი მიესალმება გამოცხადებულ ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც ღაზაში და მის ირგვლივ ძალადობას დაასრულებს.
ჩვენ ვაფასებთ ეგვიპტის, კატარის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, შეერთებულ შტატების და სხვების ღვაწლს, რომლებმაც ხელი შეუწყეს ამ საქმეს.
ევროკავშირი მუდმივად იმეორებდა, ღაზას სექტორში სიტუაცია დიდი ხანია არამდგრადია.
მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტა მოიტანს მდგრად მშვიდობას და სამუდამოდ დასრულდება პალესტინა-ისრაელის კონფლიქტი.
ახლა ორი ქვეყნის პოლიტიკური ჰორიზონტის აღდგენა კვლავ ძალზედ მნიშვნელოვანია. ევროკავშირი მზად არის სრულად დაუჭიროს მხარი ისრაელისა და პალესტინის ხელისუფლებას ამ ძალისხმევაში.
ამ მიზნით, ევროკავშირი განაახლებს თანამშრომლობას მნიშვნელოვან საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან და რეგიონის სხვა პარტნიორებთან.", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ისრაელსა და მოძრაობა „ჰამასს“ შორის ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება ძალაშია. BBC წერს, რომ საომარი მოქმედებების შეწყვეტა დღეს დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ 11-დღიანი ბრძოლები დასრულდება. ი