21 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინაარმდეგო ვაქცინა ჯამში 105 500-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სრულად ვაქცინირებულია 16 147 ადამიანი.
"აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ცენტრის ინფორმაციაში.
ბოლო 24 საათში, ვაქცინა 4 085-მა ადამიანმა გაიკეთა.