როდის ჩამოვა საქართველოში Pfizer-ის მილიონი დოზა - ეკატერინე ტიკარაძის განმარტება

ჩვენ არ გვაქვს უფლება გავაჟღეროთ თუ ზუსტად როდის შემოვა ქვეყანაში pfizer-ი. თუმცა ზაფხულში pfizer-ი ჩვენ აუცილებლად გვექნება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

"ხშირად ჯანდაცვის სამინისტრო კრიტიკის ობიექტი და მსხვერპლი ხდება. მნიშვნელოვანია, როდესაც კონფიდენციალურობის ხელშეკრულება არსებობს, ორივე მხარის ინტერესი იყოს დაცული. ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს უფლება გავაჟღეროთ თუ ზუსტად როდის შემოვა ქვეყანაში Pfizer-ი. თუმცა ზაფხულში Pfizer-ი ჩვენ აუცილებლად გვექნება.

მე მექნება ერთი თხოვნა, ხშირია სპეკულაციები, ჩვენი მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ მიიღეს pfizer-ის ვაქცინა, რომელიც მათ არ ეკუთვნოდათ, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო ხშირად ამოწმებს ამ ინფორმაციას და ეს სიმართლეს არ შეესაბამება,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ასევე ჯანდაცვის მინისტრმა იმ მოქალაქეებს მოუწოდა, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ და Pfizer-ით აცრა ეკუთვნით, გააგზავნონ წერილობითი მოთხოვნა ჯანდაცვის სამინისტროში, რის შედეგადაც მათ მიეცემათ შესაძლებლობა, Pfizer-ის დიდი მოცულობის ჩამოსვლამდე, მიიღონ მათთვის განკუთვნილი დოზები.