ჰუბერტ ქნირში: მადლობა საქართველო, მადლობა სამხედროებო. ამაყი ვარ, რომ ჩვენს გვერდით იყავით

გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ბატონ ჯუანშენ ბურჭულაძესთან და თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად დღეს ავღანეთიდან დაბრუნებულ ქართულ კონტინგენტს მიესალმა. ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

ელჩმა სამხედროებს მადლობა გადაუხადა.

„მადლობა საქართველო, მადლობა სამხედროებო.

თქვენ თქვენი ქვეყნისა და შეიარაღებული ძალების ძალიან კარგი წარმომადგენლები ხართ. ამაყი ვარ, რომ ჩვენს გვერდით იყავით,“- განაცხადა ელჩმა.

ავღანეთიდან ქართული ქვედანაყოფების გამოსვლის პროცესი დაიწყო

2015 წლის დასაწყისიდან ქართველი სამხედროები მათ გერმანელ თანამებრძოლებთან ერთად ავღანეთის ქალაქ მაზარ-ი-შარიფში მსახურობდნენ.

NATO-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისია“ 2021 წლის სექტემბერში დასრულდება.