საფრანგეთი 2021 წლის ბოლომდე, ევროპული ინიციატივის ფარგლებში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 30 მილიონ დოზას გაუნაწილებს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა Twitter-ში განაცხადა.
„ჯანდაცვის სფეროში გლობალური საგანგებო მდგომარეობა არ დასრულებულა. ევროპული ინიციატივის ფარგლებში, საფრანგეთმა ვალდებულება აიღო, 2021 წლის ბოლომდე ვაქცინის 30 მილიონი დოზა გაუნაწილოს სხვა ქვეყნებს“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.