"ვაქცინების უთანასწორო განაწილება კაცობრიობისთვის მარცხია", - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა გნაცხადა.
მისი თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების სწრაფად შექმნა მეცნიერების ტრიუმფია.
"კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების სწრაფი განვითარება მეცნიერების ტრიუმფია, მაგრამ მათი უთანასწორო განაწილება კაცობრიობისთვის მარცხია. გლობალურ დონეზე, გახარჯული ვაქცინების თითქმის 90% "დიდი ოცეულის" ქვეყნებზე მოდის.
პანდემიის დასრულება მხოლოდ მაშინ შეგვიძლია, თუ ყველას აქვს მისი შეჩერების საშუალება საშუალება", - განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა.
გებრეიესუსის განცხადებით, კორონავირუსის პანდემია ბოლო პანდემია არ იქნება.
"ეს არ იქნება ბოლო პანდემია. შეიძლება ზოგიერთი პანდემიის პრევენცია შევძლოთ, მაგრამ ყველას ვერ ავიცილებთ თავიდან. ჩვეული საქმიანობა ჩვეულ შედეგს გამოიღებს: სამყარო, რომელიც არ არის უსაფრთხო, მოუმზადებელი და უსამართლოა“, - აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.