ესპანეთი ვაქცინიებული ტურისტებისთვის საზღვრებს ხსნის

ესპანეთი, 7 ივნისიდან, ვაქცინირებული ტურისტებისთვის საზღვრებს ხსნის. მიზანი ტურიზმის სექტორის აღდგენაა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ესპანეთში ჩასვლა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ვაქცინირებულ მოქალაქეს შეუძლია.

როგორც გამოცემა წერს, პამნდემიის ფონზე, გასულ წელს, ესპანეთში უცხოური ტურიზმი 80% -ით შემცირდა.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში შესვლის უფლება ექნება ვაქცინირებულ მოგზაურებს, ქვეყნის მიუხედავად, განსაკუთრებით შეერთებული შტატებიდან.

ესპანეთი ასევე საშუალებას მისცემს ტურისტებს, ევროკავშირის 10 არაწევრი ქვეყნიდან, რომლებიც თვლიან, რომ დაბალი რისკის მატარებლები არიან, კორონავირუსის უარყოფითი PCR ტესტის გარეშე შევიდნენ ქვეყანაში 24 მაისიდან.