ჩინეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა - არის მსხვერპლი

სამხრეთ ჩინეთში, იუნანის პროვინციაში 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრას, სულ მცირე, 2 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 17 - დაშავდა.

აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის განცხადებით, მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ქალაქ დალის მახლობლად, რომელიც პოპულარული ტურისტული ადგილია.