ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა ციფრული კოვიდსერტიფიკატების შესახებ  შეთანხმებას მხარი დაუჭირა

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა (Coreper) ციფრული კოვიდსერტიფიკატების შესახებ პოლიტიკურ შეთანხმებას მხარი დაუჭირა.

სერტიფიკატები ძალაში 1-ლი ივლისიდან შევა.

სერთიფიკატი იქნება როგორც ციფრულ, ასევე ქაღალდის ფორმატით, შეიცავს QR კოდს და გაიცემა უფასოდ. დოკუმენტში მოცემული იქნება ინფორმაცია, რომ ევროპაში მოგზაურობის მსურველს გაკეთებული აქვს ვაქცინა, ჩატარებული აქვს კოვიდტესტი ან უკვე გადატანილი აქვს ვირუსი.

"სერთიფიკატი მნიშვნელოვანი ნაბიჯია პანდემიის პერიოდში უფრო ნორმალური, თავისუფალი და უსაფრთხო ცხოვრებისკენ. ეს ხელს შეუწყობს ყველა ევროპელის თავისუფალ გადაადგილებას, ამ ზაფხულიდან", - განაცხადა პორტუგალისს პრემიერ-მოინისტრმა.

20 მაისს ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ ევროკავშირში ვაქცინაციის სერტიფიკატების დანერგვის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. 26 მაისს შეთანხმებას კენჭს ევროპარლამენტის პროფილური კომიტეტი უყრის, ხოლო საბოლოო კენჭისყრა 7-10 ივნისისთვისაა ჩანიშნული.