გერმანია COVAX-ისთვის 100 მილიონ ევროს, ხოლო ღარიბი ქვეყნებისთვის ვაქცინებს გამოყოფს

გერმანია ვაქცინების გლობალური COVAX პლატფორმისთვის კიდევ 100 მილიონ ევროს, ხოლო ღარიბი ქვეყნებისთვის ვაქცინების 30 მილიონამდე დოზას გაიღებს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა COVAX-ის საკითხზე გამართული G20-ის სამიტის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მერკელმა ევროკავშირის სხვა ქვეყნებს მოუწოდა, მიბაძონ გერმანიის მაგალითს დარჩენილი ვაქცინების გაცემაში იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც არ აქვთ საკუთარი მარაგი.

”ჩვენ გვინდა გავაძლიეროთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის როლი”, - თქვა მან და დასძინა, რომ უახლოეს დღეებში ასევე გაიმართება ლიდერების შეხვედრა ამ საკითხთან დაკავშირებით.