სალომე ზურაბიშვილი: მივესალმები ცეცხლის შეწყვეტას ისრაელსა და ჰამასს შორის

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტას მიესალმება და Twitter-ში განცხადებას ავრცელებს.

ზურაბიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შენარჩუნდეს.

"მივესალმები ცეცხლის შეწყვეტას ისრაელსა და ჰამასს შორის, რაც მიზნად ისახავს მომაკვდინებელი და ტრაგიკული საბრძოლო მოქმედებების დასრულებას. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობამ გაიმარჯვოს და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შენარჩუნდეს", - წერს სალომე ზურაბიშვილი.