პრინცმა ჰარიმ ოპრა უინფრიმთან ინტერვიუში თავისი ცხოვრების რთულ პერიოდზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 20-დან 30 წლამდე ის ნარკოტიკებს იღებდა, ბევრს სვამდა და პანიკური შეტევებით იტანჯებოდა. როგორც პრინცმა აღნიშნა, ამ პერიოდში სამეფო ცხოვრების სიმძიმისგან თავის დაღწევას მთელი ძალისხმევით ცდილობდა.
მან გადაცემის დროს დედის დანაკარგზე ისაუბრა და თქვა, რომ პრინცესა დაიანას გარდაცვალების შემდეგ იყო "ძალიან გაბრაზებული იმის გამო, რაც მოხდა". მისი თქმით, ის ბევრს სვამდა და იყენებდა ნარკოტიკებს, დაიანას გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილის გასაქრობად.
ჰარიმ ასევე აღიარა, რომ მოზრდილობის ასაკში ის გაუმკლავდა პანიკურ შეტევებს და მწვავე შფოთვას.
”28-დან 32-მდე ჩემს ცხოვრებაში კოშმარი იყო”, - თქვა ჰარიმ.
როგორც პრინცმა აღნიშნა, ის ძალიან ბევრს სვამდა მაშინ, როცა თავს უბედურად გრძნობდა.
"მე თვითონ ვხვდებოდი, რომ ვსვამდი არა იმიტომ, რომ სიამოვნებას ვიღებდი, არამედ იმიტომ, რომ რაღაცის შენიღბვას ვცდილობდი", - განაცხადა პრინცმა.
პრინცი ჰარის ინტერვიუ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ჩაიწერა Apple TV-ის დოკუმენტური სერიალისთვის "The Me You Can"t See", რომელიც მიზნად ისახავს სტიგმის მოხსნას ამ თემის გარშემო.
ცნობისთვის,პრინცესა დიანა ტრაგიკულ ავტოავარიაში 1997 წელს დაიღუპა, მაშინ პრინცი ჰარი 12 წლის იყო.