COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 1 071 ადამაინს დაუდასტურდა, 680 გამოჯანმრთელდა, ხოლო 33 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 985 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 333 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 652 PCR ტესტით.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 336 840 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 317 069, გარდაიცვალა 4 602 პაციენტი.

დადებითობის მაჩვენებელი: 21 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.57%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.11%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.18%.

ინფიცირების 1 071ახალი შემთხვევიდან 581 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 96, იმერეთი - 84, ქვემო ქართლი - 55, შიდა ქართლი - 42, გურია - 16, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 100, კახეთი - 55, მცხეთა-მთიანეთი - 23, სამცხე-ჯავახეთი - 14, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.

მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 15 143, საიდანაც: 4 270 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 365, აჭარაში - 482, იმერეთში - 525.

მძიმე პაციენტი: 903, მათ შორის, თბილისში - 436, აჭარაში - 103, იმერეთში -158.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 229, მათგან თბილისში - 152, აჭარაში - 10, იმერეთში - 16.

701 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 369 - თბილისში, 288- აჭარაში. 10 172 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 80 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 46, ხოლო აჭარაში - 33.

სულ 6 ოქტომბრიდან - 21 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 741 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 26 255 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18 407 პირი, აჭარაში - 1 741, იმერეთში - 1 158.