რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

22 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, ჯამში 109 395 ადამიანი აიცრა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 16 323 ადამიანი.

"აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბოლო 24 საათში, ვაქცინა 3 895-მა ადამიანმა გაიკეთა.